ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება
ინფორმაციის თავისუფლება გავლენას ახდენს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლებებთან. ინფორმაციის თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ინფორმაციის მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და ინფორმაციის გავრცელება. თავის მხრივ, ინფორმაციის მიღების თავისუფლება სხვადასხვა ასპექტით ვლინდება, ესენია: I. პირის უფლება – მოიპოვოს ინფორმაცია აზრებისა და ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა, ეხება ეს საჯარო თუ კერძო ინტერესებს; II. მასმედიის წარმომადგენელთა მიერ ინფორმაციისა და იდეის მიღების თავისუფლება, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, აცნობონ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას; III. საზოგადოების უფლება – მიიღოს ინფორმაცია, კერძოდ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. შეუძლებელია ინფორმაციის გავრცელების უფლების არსებობის გარეშე ხელისუფლების თავისუფალი კრიტიკა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სხვა. ამავე უფლებით გარანტირებულია ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება (ე.წ. კომერციული ინფორმაცია), თუმცა კომერციული ხასიათის საკითხებთან მიმართებით ეროვნულ ხელისუფლებას უფრო ფართო შეხედულება აქვს. ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი სახით არის შესაძლებელი, მაგალითად, მხატვრული ნაწარმოების შექმნა, აგრეთვე მისი გავრცელება, ინფორმაციის გავრცელების ნაწილია. სამსახიობო თავისუფლების, სამხატვრო ნამუშევრების გავრცელების შეზღუდვა მხოლოდ არადემოკრატიული საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი, ვინაიდან შემოქმედი თავის ნაწარმოებებში გამოხატავს არა მარტო პირად მსოფლმხედველობას, არამედ აზრს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც იგი ცხოვრობს. ამ გაგებით, ხელოვნება ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე აყენებს აქტუალურ საკითხებს. დაცვას ექვემდებარება უხეში, უტრირებული ფორმით გამოთქმული აზრიც. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, იმ კონტექსტზე, რომლშიც გამოყენებულია ეს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, იმ მიზნებზე, რომელთაც მოცემული კრიტიკა ემსახურება. შეფასებითი მსჯელობა, რომელიც პოლიტიკური ხასიათის მოვლენათა სფეროს შეეხება, განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, ვინაიდან სწორედ ასეთი აზრია საზოგადოებაში პლურალიზმის არსებობის წინა¬პირობა. პოლიტიკური ბრძოლის ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების მიმართ ბევრად უფრო მეტი ტოლერანტობა უნდა არსებობდეს. სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებებზე, იმ პირობით, თუ ეს შეზღუდ¬ვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტა¬ციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელი¬სუფ¬ლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის (იხ.: ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-10 მუხ., მე-2 პ.; საერთაშორისო პაქტი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-3 მუხ.).
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное


Смотреть что такое "ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება" в других словарях:

  • პრესის თავისუფლება — • დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას… …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს — მრეწველობაა გადაარჩენს საქართველოს ერთ ერთი წარმატებული პარტიაა ქვეყანაში, რომელიც არ შექმნილა საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბებული ფრაქციის საფუძველზე. ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებრივი გაერთიანების მრეწველთა კავშირის,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»